Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ფაბიან რუისის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი პსჟ-ს ნახევარმცველის ფაბიან რუისის ტრანსფერით ინტერესდება.

ტურინული გრანდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ბიანკონერის გასულ კვირებში არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს, ნიკოლო სკირას ცნობით კი მათ რიგებს ნაპოლის ყოფილი ნახევარმცველიც შეუერთდა.

რუისი პარიზულ გუნდში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრება და პსჟ მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ იუვენტუსი ფეხბურთელის 6 თვის ხელფასის – დაახლოებით 5-6 მილიონის გადახდას დათანხმდება.