იუვე იანვარში ბერარდის გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი დომენიკო ბერარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის გაფორმებას იანვარში კიდევ ერთხელ ეცდება.
ტურინული გრანდი იტალიელი ვინგერის ტრანსფერზე იანვარშიც მუშაობდა და ბერარდისგან თანხმობა მიიღო კიდეც, თუმცა მაშინ გუნდებს შორის საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვე სასუოლოსთან მოლაპარაკებების გამართვას იანვარში ეცდება და იმედი აქვს, რომ ნეროვერდი აქამდე მოთხოვნილი თანხის – 30 მილიონი ევროს შემცირებას დათანხმდება.