იუვე ილდისის კონტრაქტზე მუშაობას იწყებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ახალგაზრდა თურქი ტალანტის კენან ილდისის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას შეუდგა.
იუვენტუსის Next Gen-ში თავის შესანიშნავად წარმოჩენის შემდეგ, 18 წლის ტალანტმა მაქს ალეგრის გუნდში თავის დამკვიდრება შეძლო, რითიც არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა, მაგრამ ტურინული გრანდი ფეხბურთელის გაყიდვას არც კი განიხილავს.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსს ილდისის კონტრაქტის 2025 წლიდან 2027 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება და მისი მთავარ გუნდში საბოლოოდ დაწინაურება სურს.