Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე იანვარში ჟორჟინიოს გაფორმებას ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არსენალის ნახევარმცველის ჟორჟინიოს გაფორმებას ეცდება.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი 31 წლის იტალიელს პოლ პოგბას პოტენციურ შმცვლელად მოიაზრებს, რომლის მომავალი იუვენტუსში დოპინგ-სკანდალის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ჟორჟინიოს მიმდინარე კონტრაქტი არსენალთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი გაფორმება ბიანკონერის საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეეძლება.