Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე კესის ტრანსფერის დახურვას მიმდინარე კვირის ბოლომდე ეცდება

იუვენტუსი ბარსელონას ნახევარმცველის ფრანკ კესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის ფეხბურთელის გაფორმება მიმდინარე კვირის ბოლომდე სურს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბლაუგრანა კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დათანხმდა, შემდგომში მისი 14-15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერს ფეხბურთელის თანხმობა აკლია, რომლის პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში გადასვლაა.