იუვე კიეზას ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას იწყებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი უახლოეს პერიოდში ფედერიკო კიეზას აგენტს შეხვდება და მხარეები ახალი კონტრაქტის საკითხზე მუშაობას დაიწყებენ.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ფედერიკო ტურინულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის, თუმცა სანაცვლოდ ხელფასის 7-7.5 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს, რა მას ხელფასის მხრივ დუშან ვლაჰოვიჩს გაუთანაბრებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს კიეზასთან, რომლის მიმდინარე კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება, ხელშეკრულების კიდევ 2 წლით – 2027 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება სურს.