Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე კინის იჯარით გაშვებას არც კი განიხილავს…

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსი მოიზე კინის იჯარით გაშვებას არ აპირებს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ 25-30 მილიონს გადაიხდის.

ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, მაქს ალეგრის კინის გუნდიდან წასვლა არ სურს და სიტუაციას მხოლოდ მსუყე წინადადება შეცვლის, რაც ბიანკონერის რომელუ ლუკაკუს ან დომენიკო ბერარდის გაფორმებსი საშუალებას მისცემს.

კინის მიმართ ბოლო კვირებში ინტერესი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად ფულჰემი აქტიურობს.