Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე კუადრადოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა შესაძლოა ხუან კუადრადოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ვეტერან კოლუმბიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან სეზონის ბოლოს ეწურება და აქამდე იწერებოდა, რომ ის გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების ფონზე, იუვენტუსს კუადრადოს ღირსეული შემცვლელის გაფორმება ზაფხულში გაუჭირდება, ამიტომ მისთვის კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას სერიოზულად განიხილავს. თავად კოლუმბიელი გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არ არის.