Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ლილთან ჟერგოვას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ლილთან ედონ ჟერგოვას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

25 წლის კოსოვოელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის შეტევის გაძლიერების ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ მოიაზრება.

წყაროს ცნობით, ფრანგები ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომლის აქტივში მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, 15 მილიონ ევროს ითხოვენ.