იუვე ლუკაკუს გაფორმებას ფორვარდის გაყიდვის გარეშე ეცდება
იტალიური მედიის ცნობით, მაქს ალეგრი იუვენტუსის ხელმძღვანელობას რომელუ ლუკაკუს გაფორმებას სთხოვს, ამიტომ ბიანკონერი ბელგიელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
აქამდე ლუკაკუს იუვენტუსში მისვლა დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვაზე იყო დამოკიდებული, თუმცა ნიკოლა ბალიჩეს ინფორმაციით, ტურინელები ბელგიელის გაფორმებას იმ შემთხვევაშიც ეცდებიან, თუ გუნდი არც ერთმა ფორვარდმა არ დატოვა.
იუვეს ლუკაკუსთან 3-წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო 9 მილიონი ევრო იქნება უკვე შეთანხმებული აქვს, თუმცა პრობლემა ჩელსის მიერ მოთხოვნილი 40 მილიონი ევროა…