Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე მაკკენისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

თუ ზაფხულში იუვენტუსი უესტონ მაკკენის გაყიდვას ნებისმიერ ფასად ცდილობდა, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და იტალიური მედიის ცნობით, ბიანკონერის ამერიკელი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

25 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მაქს ალეგრის გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა და ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბიანკონერიმ მისი ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტა.

მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ტურინელებს კი ფეხბურთელის შენარჩუნება 2026 წლის ზაფხულამდე სურთ, შემდგომში მისი კიდევ 1 სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.