Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე მორატას გაფორმებას ზაფხულში კიდევ ერთხელ ეცდება…

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ალვარო მორატას მიმართ ინტერესს არ კარგავს და ესპანელის გუნდში დაბრუნებას ზაფხულში კიდევ ერთხელ ეცდება.

TuttoJuve-ს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის მორატას გუნდში ხილვა პირადად სურს და შეტევის გასაძლიერებლად მორატა სეზონის ბოლოს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

წყაროს ინფორმაციით, მორატას ტრანსფერისთვის გუნდს რომელიმე ფორვარდის გაყიდვა მოუწევს, რაც ესპანელისთვის ადგილს გაათავისუფლებს. ატლეტიკო ალვაროს სანაცვლოდ დაახლოებით 15-20 მილიონს ითხოვს.