Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რაბიოს შენარჩუნების იმედს არ კარგავს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ადრიენ რაბიოს შენარჩუნების იმედს არ კარგავს და მის აგენტს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ შეხვდება.

28 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან რამდენიმე დღეში იწურება და მისი უფასოდ გაფორმების სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა.

SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი მზად არის ადრიენს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზოს და მისი წლიური გასამრჯელო – 7 მილიონი ევრო უცვლელი დატოვოს…