Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე სანჩოს მიმართ ინტერესს არ კარგავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის ჯეიდონ სანჩოს მიმართ ინტერესს არ კარგავს და ბოლო დღეებში მის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის მთავარ მწვრთნელთან პრობლემები აქვს და წითელი ეშმაკების ძირითად გუნდთან ვარჯიშის საშუალებაც არ ეძლევა, მანჩესტერს იანვარში დატოვებს და მისი ერთ-ერთი პოტენციური მსურველი სწორედ იუვენტუსი გახლავთ.

წყაროს ცნობით, იუვეს ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მანჩესტერი კი სანჩოს საბოლოოდ გაყიდვას იმედოვნებს…