Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე სასუოლოს ბერარდის თაობაზე ახალ წინადადებას უმზადებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსისა და დომენიკო ბერარდის საგა ჯერჯერობით არ დასრულებულა და ტურინელები ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ.

ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა ბერარდის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ უახლოეს პერიოდში იუვენტუსი სასუოლოს ახალი წინადადებით მიმართავს.

წყაროს ცნობით, ბერარდი სასუოლოსთან ერთად ვარჯიშსა და მატჩებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და იმედი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ტურინული გრანდის რიგებს შეუერთდება.