Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სპინაცოლას სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი რომას მცველის ლეონარდო სპინაცოლას ტრანსფერით ინტერესდება.

ტურინული გრანდის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან სეზონის ბოლოს იწურება და ბიანკონერის ზაფხულში მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება.

იუვენტუსი ზაფხულში ორი მარცხენა მცველის გაფორმებას გეგმავს და სპინაცოლა ტურინში როტაციის ფეხბურთელად მოიაზრება.