იუვე უახლოეს პერიოდში დე პოლის აგენტს შეხვდება
იუვენტუსი ატლეტიკოს ნახევარმცველის როდრიგო დე პოლის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ტურინული გრანდის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უახლოეს პერიოდში შეხვდებიან.
Tuttosport-ის ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნეა და ბიანკონერი მის 6-თვიან იჯარაზე მუშაობს, შემდგომში ფეხბურთელის გამოსყიდვის პერსპექტივით.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის წარმომადგენლებსა და დე პოლის აგენტს შორის შეხვედრა მომდევნო კვირებში გაიამრთება, პირადი კონტრაქტის შეთანხმების შემდეგ კი ტურინელები მოლაპარაკებებს ატლეტიკოსთან დაიწყებს.