Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ვლაჰოვიჩის აგენტს მიმდინარე კვირის ბოლომდე შეხვდება

არაერთი იტალიური წყაროს ცნობით, იუვენტუსი უახლოეს დღეებში დუშან ვლაჰოვიჩის აგენტს შეხვდება და მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას შეუდგებიან.

ტურინული გრანდი გუნდის ლიდერებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობს და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სერბი შემტევი გახლავთ.

ვლაჰოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება, ის გასამრჯელოს სახით 7.5 მილიონს გამოიმუშავებს, რაც მომდევნო სეზონიდან 12.5 მილიონამდე გაიზრდება.

იუვენტუსი დუშანს კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებას და გასამრჯელოს სახით სეზონში 7 მილიონს შესთავაზებს.