Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვე ვლაჰოვიჩის აგენტს შეხვდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას შეუდგა.

მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ვლაჰოვიჩის წლიური გასამრჯელო 7 მილიონიდან 10 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო კონტრაქტის ბოლო წელს კი მისი ხელფასი 12.5 მილიონი გახდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს სერბთან კონტრაქტის 2027 ან 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება და მისი ხელფასის 6-6.5 მილიონამდე შემცირება სურს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა და სერბმა ფეხბურთელმა ტურინულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი დააფიქსირა.