იუვე ვლაჰოვიჩის ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსი გუნდის ლიდერებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და ბიანკონერის ერთ-ერთი პრიორიტეტი დუშან ვლაჰოვიჩის ხელშეკრულების გახანგრძლივება გახლავთ.
სერბი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი ტურინელებთან 2026 წელს იწურება, ბიანკონერის კი მისი 2027 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება სურს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა უნდა, ამიტომ მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა პრობლემა არ უნდა იყოს…