იუვემ ფილიპსის ტრანსფერზე სიტის თანხმობა მიიღო…
როგორც უკვე მოგახსენეთ, იუვენტუსის დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ლონდონში გახლავთ, სადაც ის მანჩესტერ სიტის წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებმა კალვინ ფილიპსის ტრანსფერი განიხილეს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 27 წლის ინგლისელი ქალაქელების გეგმებში არ შედის, ამიტომ სიტის წარმომადგენლებმა ფეხბურთელის გაშვებაზე თანხმობა განაცხადეს, თუ მხარეები შესაბამის ფორმულას იპოვნიან.
წყაროს ცნობით, იუვეს ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ინგლისელები კი ითხოვენ, რომ გამოსყიდვის პუნქტი სავალდებულო იყოს…