Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ ჯუნტოლისთან კონტრაქტის დეტალები შეათნხმა

იტალიურ მედიაში ნაპოლის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის იუვენტუსში შესაძლო გადაბარგების თაობაზე საუბრები არ წყდება.

გამოცემა DAZN-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ჯუნტოლის შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ის ტურინულ გრანდში 3 წელი იმუშავებს, უკვე არსებობს.

წყაროს ცნობით, ჯუნტოლი დე ლაურენტისს უახლოეს პერიოდში შეხვდება და ეცდება, გუნდთან კონტრაქტი, რომელიც 1 წელიწადში იწურება, სეზონის ბოლოს გაწყვიტოს.