Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ ლუკაკუ შესაძლოა ვლაჰოვიჩის გაყიდვის გარეშეც გაიფორმოს

იუვენტუსი რომელუ ლუკაკუს მიმართ ინტერესს არ კარგავს და იტალიური მედიის ცნობით, ბიანკონერიმ ბელგიელი შესაძლოა იმ შემთხვევაშიც გაიფორმოს, თუ გუნდმა დუშან ვლაჰოვიჩი არ გაუშვა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი, რომელსაც ტურინულ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს, მაქს ალეგრის პრიორიტეტად რჩება.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსმა შესაძლოა მოიზე კინი ან არკადიუშ მილიკი გაუშვას, რაც მათ ბელგიელი ფორვარდის გაფორმების საშუალებას მისცემს.