Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ როველას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნიკოლო როველას გაშვებას არ აპირებს.

როველამ გასული სეზონი იჯარის წესით მონცას რიგებში გაატარა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, რის გამოც მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, მაქს ალეგრის ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის შენარჩუნება სურს და ის მინიმუმ 1 სეზონს ტურინულ გრანდში გაატარებს.