Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ალექს სანდროსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ალექს სანდროსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და მის შენარჩნებას გეგმავს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთა ნსეზონის ბოლოს იწურება და აქტიურად იწერებოდა, რომ ბიანკონერი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებდა, თუმცა როგორც ჩანს, სანდროს სტაბილურმა თამაშმა ბოლო პერიოდში გუნდის ხელმძღვანელობას აზრი შეაცვლევინა.

Sky Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ბრაზილიელს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს, თუმცა მას ტურინში დასარჩენად ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს, რადგან ბიანკონერი მისთვის 2-2.5 მილიონზე მეტის გადახდას არ გეგმავს.