იუვენტუსი ბერარდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
სასუოლოს დირექტორის ჯოვანი კარნევალის სიტყვების მიუხედავად (იხილეთ აქ), რომ ნეროვერდი ბერარდის გაყიდვას არ აპირებს, ტურინული გრანდი იტალიელი ვინგერის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბერარდი იუვენტუსში გადასვლას ითხოვს და გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარს ამბობს, რაც ნეროვერდის გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.
წყაროს ცნობით, ბიანკონერი უახლოეს პერიოდში სასუოლოს ახალი წინადადებით მიმართავს და დიდია ალბათობა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბერარდი ტურინულ გრანდში აღმოჩნდეს.