იუვენტუსი დე პოლის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსმა ატლეტიკოსთან რიდრიგო დე პოლის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ნიკოლო ფაჯოლისა და პოლ პოგბას დისკვალიფიკაციის ფონზე, ტურინულ გრანდს იანვარში ნახევარმცველის გაფორმება მოუწევს და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ არგენტინელი ფეხბურთელია.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსი დე პოლის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში 15-20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.