Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დელ პიეროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო ბიანკონერის გასულ მატჩს დაესწრო და როგორც ჩანს, ბიანკონერის ხელმძღვანელობამ ეს შანსი კარგად გამოიყენა და პინტურიკიოს ტურინული გრანდის რიგებში დაბრუნებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დელ პიეროს გუნდის პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო შეხვდა და მხარეებმა გუნდში ალეს პოტენციური პოზიცია განიხილეს.

წყაროს ცნობით, დელ პიერომ ვიცე-პრეზიდენტის როლზე უარი თქვა. მას ადგილი გუნდის მენეჯმენტში სურს და უნდა, რომ გუნდის პროექტის განვითარებასა და ტექნიკურ საკითხებში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს…