Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ჯუნტოლის გადაბირებაზე მუშაობს…

იტალიურ მედიაში იუვენტუსის მხრიდან ნაპოლის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე საუბარი არ წყდება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, თუ იუვენტუსი იტალიელი სპეციალისტის დარწმუნებას მოახერხებს და მას შესაბამის პროექტს წარუდგენს, ჯუნტოლი, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, გუნდის დაუყოვნებლივ დატოვებას ეცდება, თუმცა ამისთვის მას აურელიო დე ლაურენტისის თანხმობა დასჭირდება.

წყაროს ცნობით, სკუდეტოს მოგების შემდეგ, ჯუნტოლი ახალი გამოწვევების წინააღმდეგი არ იქნება…