Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი კიეზასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ თანხმდება…

იუვენტუსი გუნდის ლიდერებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი პრიორიტეტი ფედერიკო კიეზას ხელშეკრულების გახანგრძლივება გახლავთ.

26 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და იუვეს მის შენარჩნება მინიმუმ 2028 წლამდე სურს, მაგრამ პრობლემა ფეხბურთელის ხელფასი გახლავთ.

კიეზა მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით სეზონში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ტურინელებს აღნიშნული ხელფასის შენარჩუნება სურთ, ფეხბურთელის აგენტი კი თავის მხრივ გასამრჯელოს 7-7.5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს.

იუვე იტალიელთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, პარალელურად კი მის სიტუაციას ყურადღებით ტოტენჰემი, ჩელსი და არსენალი აკვირდებიან, რომლებიც ფედერიკოს მოთხოვნილ თანხას უპრობლემოდ გადაუხდიან…