იუვენტუსი ლევერკუზენის ტალანტით ინტერესდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ლევერკუზენის ახალგაზრდა შემტევის ვიქტორ ბონიფაცეს ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი 22 წლის ნიგერიელს ვიქტორ ოსიმენის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს, რომლის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები აქტიურად მიმდინარეობს.
დი მარციოს ცნობით, ტურინული გრანდი ვლაჰოვიჩის იანვარში გაყიდვას არ აპირებს, ამიტომ ზამთარში იუვეს შეტევის ხაზში ცვლილებები არ იგეგმება.