იუვენტუსი პაუ ტორესის ტრანსფერზე გააქტიურდა
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ვილიარეალის ცენტრალური მცველის პაუ ტორესის ტრანსფერით ინტერესდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა 26 წლის ესპანელი ფეხბურთელის აგენტთან რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა და მის გაფორმებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება.
ტორესის მიმდინარე კონტრაქტი ვილიარეალთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და ესპანელები მის სანაცვლოდ დაახლოებით 35-40 მილიონ ევროს ითხოვენ.