Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი სპორტული დირექტორის პოზიციაზე 3 კანდიდატს განიხილავს

იუვენტუსი სპორტული დირექტორის ძიებას განაგრძობს და ტურინულ გრანდს 3 პრიორიტეტული კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდის ფავორიტი მილანის დირექტორი რიკი მასარა გახლავთ, რომელთანაც იუვეს წარმომადგენლებმა შეხვედრა უკვე გამართეს.

მასარას მილანის ახალ მფლობელებთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს და საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

წყაროს ცნობით, მასარას ალტერნატივებად ტურინში ნაპოლის კრისტიანო ჯუნტოლისა და ალტეტიკოს ანდრეა ბერტას მოიაზრებენ…