Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ტურამის ტრანსფერში აილინგ-ჯუნიორის ჩართვას გეგმავს…

პოლ პოგბასა და ნიკოლო ფაჯოლის გარშემო არსებული სიტუაციის ფონზე, იუვენტუსი იანვარში ნახევარმცველის გაფორმებას გეგმავს და მათი პრიორიტეტული სამიზნე ნიცას კეპრენ ტურამი გახლავთ.

ფრანგები ტურამის სანაცვლოდ 40-45 მილიონ ევროს ითხოვენ, რისი გადახდა ტურინულ გრანდს არ სურს, თუმცა ამ თანხის შესამცირებლად ტრანსფერში სამუელ აილინგ-ჯუნიორის ჩართვას ეცდება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინული გრანდი ინგლისელს დაახლოებით 20-25 მილიონ ევროდ აფასებს და თუ ნიცა მის ტრანსფერში ჩართვას დათანხმდება, ტურამის იუვენტუსში გადასვლის შანსი საგრძნობლად გაიზრდება.