Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ტურამის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ნიცას ნახევარმცველის კეპრენ ტურამის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

დანიელე ლონგოს ცნობით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და კონტაქტი მხარეებს შორის ახლაც გრძელდება.

წყაროს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ნიცას ნახევარმცველს გუნდის გაძლიერების იდეალურ კანდიდატურად მოიაზრებს, თუმცა პრობლემა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 45-50 მილიონი ევროა.