იუვენტუსი ურუგვაელ ტალანტს იფორმებს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ვალენსიას ახალგაზრდა მცველის ფაკუნდო გონსალესის ტრანსფერთან ახლოს არის.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, 20 წლის ცენტრალური მცველი ტურინული გრანდის რიგებს უახლოეს დღეებში შეუერთდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დარჩება ის ბიანკონერის ძირითად გუნდში, თუ იჯარის წესით მომდევნო სეზონს სერია ა-ს სხვა კლუბში გაატარებს.
ურუგვაელი ტალანტი 20 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია და ის ტურნირის საუკეთესო მცველად დასახელდა.