იუვენტუსის განაცხადი ინტერთან მატჩში
იუვენტუსმა ინტერთან მატჩის წინ გუნდის განაცხადი გამოაქვეყნა.
ტურინულ გრანდს სხვადასხვა პრობლემების გამო მილიკი, ალექს სანდრო, პოგბა, კაიო ჟორჟე, მირეტი და კინი ვერ დაეხმარებიან.
იუვეს განაცხადს დაუბრუნდა ბონუჩი, ასევე გუნდის განაცხადშია 21 წლის ნიკოლა სეკულოვი, რომელიც NextGen-ის წევრი გახლავთ და ეს მისთვის სადებიუტო მატჩი იქნება.