იუვენტუსის გაუმჯობესებული წინადადება სასუოლოს…
იუვენტუსი დომენიკო ბერარდის ტრანსფერზე მუშაობს და იტალიური წყაროების ცნობით, ბიანკონერი უახლოეს პერიოდში ნეროვერდის გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ტურინელები 29 წლის იტალიელის სანაცვლოდ სასუოლოს 27 მილიონ ევროსა და სამუელ აილინგ-ჯუნიორის 1-წლიან იჯარას შესთავაზებენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის უფლების გარეშე.
იუვენტუსს ბერარდისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და იმედოვნებს, რომ კარიერას ტურინულ გრანდში გააგრძელებს.