Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის მცველები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე პროდუქტიულები არიან

იუვენტუსმა კალიარის დამარცხება გუშინ მცველების გოლებით შეძლო და ტურინულმა გრანდმა საინტერესო შედეგი დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში თავის გოლით გამოჩენა იუვენტუსის ხუთმა მცველმა შეძლო, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

მიმდინარე სეზონში გოლის გატანა გლეისონ ბრემერმა, დანიელე რუგანიმ, ანდრეა კამბიაზომ, დანილომ და ფედერიკო გატიმ შეძლეს.