Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის პირველი წინადადება მილინკოვიჩ-სავიჩის თაობაზე

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ლაციოს ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე გააქტიურდა და არწივებს პირველი წინადადება უკვე მოუმზადა.

რომაული გამოცემა Il Messaggero-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ლაციოს სერბი ნახევარმცველის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს შესთავაზებს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 6-7 მილიონი ევრო დაემატება.

სერგეის მიმდინარე კონტრაქტი ლაციოსთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და წყაროს ცნობით, მას კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა, არწივები კი ფეხბურთელის ინგლისში გაშვებას და მეტი თანხის მიღებას იმედოვნებენ…