იუვენტუსის პირველი წინადადება მილინკოვიჩ-სავიჩს…
იუვენტუსი ლაციოს ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, პარალელურად კი ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
Il Messaggero-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი სერბ ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მისი წლიური გასამრჯელო 5 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.
სერგეის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება მილანიც, თუმცა ჯერჯერობით როსონერი აქტიურ მოლაპარაკებებს არ აწაემოებს.