იუვენტუსის ულტრასებს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯათ
სპორტული მოსამართლის გადაწყვეტილებით, იუვენტუსის მომდევნო საშინაო მატჩზე ულტრასების ეგრეთ წოდებული ‘Tribuna Sud-ი’, სადაც გუნდის ულტრასები სხედან, ცარიელი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კოპა იტალიაზე რომელუ ლუკაკუს მიმართ რასისტული გამონათქვამები გახდა, რომლებიც სწორედ აღნიშნული სექტორიდან მოდიოდა.