იუვენტუსმა ალეგრის 2 პოტენციური შემცვლელი შეარჩია
კრისტიან ჯუნტოლის იუვენტუსთან მიახლოებასთან ერთად, გუნდიდან მაქს ალეგრის შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, მაქსის კონტრაქტის ხანგრძლივობისა და მისი მაღალი ხელფასის ფონზე, რომელსაც ტურინულ გრანდთან ხელშეკრულება კიდევ 2 წლით აკავშირებს და ის წლიურად 7 მილიონს იღებს, იუვეს ალეგრის გაშვება სეზონის ბოლოს გაუჭირდება, თუმცა თუ წასვლა თავად იტალიელმა სპეციალისტმა მოისურვა, ტურინელები წინააღმდეგები არ იქნებიან.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს მაქსის პოტენციური შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს. პირველი მათგანი მარსელის იგორ ტუდორი გახლავთ, მეორე კი მონცას თავკაცი რაფაელე პალოდინოა.