Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა და ატლეტიკომ შესაძლოა იანვარში ფეხბურთელები გაცვალონ…

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პოტენციური ბარტერი განიხილება.

SportItalia-ს ცნობით, ესპანელები ტურინული გრანდის სერბი ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდებიან, იუვენტუსი კი თავის მხრივ დიდი ხანია როდრიგო დე პოლის მიმართ იჩენენ ინტერესს.

წყაროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ესპანეთში ვლაჰოვიჩი გაუშვას, სანაცვლოდ კი დე პოლი-მორატას დუეტი მიიღოს, რასაც გარკვეული თანხა დაემატება…