Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა კონეს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე ზაფხულში გლადბახის ნახევარმცველი მანუ კონე იქნება.

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი ტურინულ გრანდში პოლ პოგბას იდეალურ შემცვლელად მიაჩნიათ, რომლის მომავალი დოპინგ სკანდალის შემდეგ ჯერჯერობით გაურკვეველია.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლიმ კონეს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო და ბიანკონერის მისი გაფორმება დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაუჯდება.