Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ნახევარდაცვაში პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია, თუმცა…

იუვენტუსი იანვარში ნახევარმცველის გაფორმებას გეგმავს და პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.

ტურინულ გრანდს გასულ კვირებში არაერთი ფეხბურთელი, მათ შორის ტოტენჰემის პიერ-ემილ ჰოიბერგი, მანჩესტერ სიტის კალვინ ფილიპსი და უდინეზეს ლაზარ სამარჯიჩი დაუკავშირეს, თუმცა Tuttojuve-ს ცნობით, იუვეს პრიორიტეტი ატლეტიკოს როდრიგო დე პოლია, რომლის გუნდში ხილვა პირადად მაქს ალეგრი სურს.

წყაროს ინფორმაციით, პრობლემა ატლეტიკოს მოთხოვნები გახლავთ. იუვენტუსს არგენტინელის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ესპანელები კი ფეხბურთელის გაშვებას არენდით არ აპირებენ, თუ სეზონის ბოლოს მისი 30-35 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო არ იქნება.