Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა რაბიოს პოტენციური შემცვლელი შეარჩია

ადრიენ რაბიო იუვენტუსს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ტურინული გრანდი მისი პოტენციური შემცვლელების ძიებას უკვე შეუდგა.

TuttoJuve-ს ცნობით, რაბიოს წასვლის შემთხვევაში, ბიანკონერის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ფიორენტინას სოფიან ამრაბატი იქნება.

მაროკოელი ფეხბურთელი იჯარის წესით მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობს, თუმცა წითელი ეშმაკები მის გამოსყიდვას არ აპირებენ და სეზონის ბოლოს ფლორენციაში დაბრუნდება.

გამოცემის ინფორმაციით, იუვე მის იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ფიორენტინამ ტრანსფერში არტურის ჩართვა მოისურვოს, რასაც ტურინელები სიამოვნებით გააკეთებენ.