Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა ტუდორთან მოლაპარაკებები დაიწყო

ფრანგული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსმა მარსელის თავკაცთან იგორ ტუდორთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ტურინული გრანდი მაქს ალეგრის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც გუნდს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დატოვებს და ბიანკონერის პრიორიტეტი სწორედ ტუდორი გახლავთ.

L’Equipe-ს ცნობით, ტუდორმა მარსელის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ მას გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი, პარალელურად კი ხორვატ სპეციალისტსა და იუვენტუსის წარმომადგენლებს შორის პირველი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა…