იუვენტუსმა ვლაჰოვიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა სერბი ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
ბიანკონერის რიგებში ჩატარებული არც თუ ისე კარგი სეზონისა და ტურინული გრანდის ფინანსური პრობლემების ფონზე, ვლაჰოვიჩის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე გასულ კვირებში აქტიურად იწერებოდა, თუმცა იუვე მის მარტივად დათმობას არ აპირებს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ვლაჰოვიჩს მინიმუმ 80 მილიონ ევროდ აფასებს და თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ასეთ წინადადებას არ მიიღებს, სერბი ტურინში დარჩება.
წყაროს ინფორმაციით, ბაიერნის შემდეგ, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესი ჩელსიმაც გამოთქვა და ინგლისელები თანხის შესამცირებლად რომელუ ლუკაკუს ჩართვასაც განიხილავენ, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იუვემ ბელგიელის გაფორმება მოისურვოს…