Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსს ანდერსონის ტრანსფერში კონკურენციას მილანი გაუწევს

იტალიური მედიის ცნობით, მილანი ლაციოს ვინგერის ფელიპე ანდერსონის ტრანსფერით ინტერესდება.

ანდერსონის მიმდინარე კონტრაქტი ლაციოსთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება დიდი ხანია ვერ ხერხდება, ამიტომ ის დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ბრაზილიელ ფეხბურთელს გასულ კვირებში იუვენტუსს უკავშირებდნენ, რომაული გამოცემა Il Messaggero-ს ცნობით კი ტურინელებს კონკურენციას მილანი გაუწევს, სადაც ფეხბურთელის ხილვა ზლატან იბრაჰიმოვიჩს სურს.